LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო მელიქიშვილი ახალ კლიპს იღებს – „ისე მიხარია, გადაღებაზე სულ გაღიმებული ვარ…“

622
165555725-296282602064673-2144889691822034139-n

მალე მომღერალი, „არ დაიდარდოს“ ცნობილი წამყვანი, თაკო მელიქიშვილი გულშემატკივარს ახალ ვიდეორგოლს წარუდგენს. კლიპის გადაღებები ამ წუთებში მიმდინარეობს. თაკოს დიდი ხანია, მაყურებლისთვის ახალი ვიდეო არ შეუთავაზებია, ამიტომაც სიამოვნებით ჩაერთო გადაღებებში.

თაკო მელიქიშვილი:

ცირა ბზიშვილის სიმღერაზე „მეგონა“ ვიღებთ კლიპს რეჟისორი გახლავთ ზურა ციციშვილი. მანვე გადაიღო ჩემი ვიდეორგოლი კომპოზიციაზე „ნუ მეტყვი“. ახლა ერთობლივად მეორე კლიპს ვიღებთ. ეს არის საჩუქარი ზურასგან. ძალიან ბედნიერი დღე მაქვს. დიდი ფუფუნებაა, როცა კლიპის გადაღების საშუალება გაქვს. სიმღერა საკმაოდ რეიტინგულია, ამიტომაც გადავწყვიტეთ მასზე კლიპის გადაღება. რამდენიმე ლოკაციაზე ვიღებთ. ძირითადი ლოკაცია არის ერთ-ერთი სახლი, რომელიც სპეციალურად ამ კლიპისთვის ვიქირავეთ.

ვიდეორგოლის საზოგადოებისთვის ჩვენება ძალიან მეჩქარება, ასე რომ, პრემიერას რაც შეიძლება მალე უნდა ელოდოთ. „ნუ მეტყვის“ ვიდეორგოლი რამდენიმე წლის წინ გადავიღე და მას მერე ახალი კლიპი არ შემითავაზებია მსმენელისთვის.

როგორი კლიპი იქნება?

ბევრი რამ გვგონია ცხოვრებაში და ისე არ გამოდის. ეს არის სიმღერა სიყვარულის დასასრულზე. კლიპიც შესაბამისი იქნება. ვიდეორგოლში მარტო ვარ, სხვა არავინ მონაწილეობს. შევეცდებით, ეს ემოციები, რაც სიმღერაშია, ვიზუალურადაც გამოვხატოთ და გადმოვცეთ, თუმცა გადაღებების დროს ეს ცოტა რთული აღმოჩნდა, რადგან იმდენად მიხარია, რომ ძირითადად, გაღიმებული ვარ. ასეთი ხასიათი მაქვს, მე რაც უნდა პრობლემა მქონდეს, მაინც ვიღიმი. დღევანდელ დღეს ძალიან ველოდებოდი, ერთი სული მქონდა, როდის მოვაგვარებდით ამ ყველაფერს და ძალიან გახარებული ვარ, თუმცა იმედია, როლს მოვირგებ და კლიპიც კარგი გამოვა (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები