LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო მელიქიშვილის ახალი კლიპის გადაღებები დასრულდა – პირველი პროფესიონალური ფოტოები

687
5

ცნობილი მომღერალი, „არ დაიდარდოს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანი, თაკო მელიქიშვილი თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ახალი ვიდეორგოლით გაანებივრებს. კლიპის გადაღებები უკვე დასრულებულია. რეჟისორმა ზურაბ ციციშვილმა ყველა ჩანაფიქრი განახორციელა და ვიდეროგოლში რამდენიმე ლოკაცია გამოიყენა. თავად მომღერალიც სხვადასხვა ფორმაში მოგვევლინება კლიპში.

სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი გადაიღეს, ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, ტექსტისა და მელოდიის ავტორიც ის გახლავთ. ცირა ბზიშვილსა და თაკო მელიქიაშვილს რამდენიმეწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. კომპოზიციის სახელწოდებაა „მეგონა“.

ახლახან კლიპიდან პირველი კადრები გავრცელდა, რამდენიმე ფოტო, რომლებიც ზურაბ ციციშვილმა გადაიღო. ფოტოებზე თაკო არაჩვეულებრივად გამოიყურება. ვნახოთ, როგორი იქნება კლიპი, რომლის პრემიერასაც უახლოეს პერიოდში შემოგვთავაზებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები