LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო მელიქიშვილმა რუსეთში პოპულარულ ბითბოქსერ ვახტანგ კალანდაძესთან ერთად დუეტი ჩაწერა

905
tako-meliqishvili-news5454545

14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ახალი სიმღერის პრემიერა შედგება. ეს არის დუეტი, რომელიც თაკო მელიქიშვილმა რუსეთში პოპულარულ და ცნობილ ბითბოქსერ ვახტანგ კალანდაძესთან ერთად ჩაწერა.

ვახტანგი ამ მუსიკალურ მიმდინარეობაში რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა. თავის დროზე მან დუეტები ჩაწერა ვალერი მელაძესთან, „ვია გრასთან“ და სხვა.

სიმღერის სახელწოდებაა „მერე“ რომლის კომპოზიტორი და ტექსტის ავტორია ცირა ბზიშვილი. კომპოზიცია ვახტანგს გაუგზავნეს, რომელიც მას ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, რომ პროექტში მონაწილეობა მიეღო.

თაკომ თავისი პარტია ცირა ბზიშვილის სტუდიაში ჩაწერა, ხოლო ვახტანგმა მოსკოვში, გიგა კვენეტაძის სტუდიაში.

სიმღერაზე კლიპსაც გადაიღებენ, მასზე რეჟისორი ზურაბ ციციშვილი იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები