LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტალახაძე: ჩემთვის ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა

564
or6o6

მსოფლიო რეკორდსმენმა, ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, 17 მაისს “ოჯახის სიწმინდის დღისადმი” მიძღვნილ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

„ყოველ წელიწადს ვცდილობ, შევუერთდე დღევანდელი დღის მსვლელობას. მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს. ჩემთვის ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა და მაქსიმალურად ვცდილობ, ქართულ ოჯახს როგორც შეეფერება, ისე გავაგრძელო ჩვენი წინაპრების დანატოვარი. რაც უფრო მეტი მართლმადიდებელი ჩაერთვება ამ ღონისძიებაში და ყოველწლიურად მოიმატებს რაოდენობა, მეტად მოხარული ვიქნები“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ლაშა ტალახაძემ.

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძრისკენ მიემართებიან [ფოტო,ვიდეო]

მსვლელობის მონაწილეებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დახვდება

პროცესიას წინ აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღვის, რომელიც სასულიერო პირებმა და მრევლმა ერთი კვირის განმავლობაში იმ გზაზე გამოატარეს, რომელიც გადმოცემის მიხედვით საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსულმა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა.

მსვლელობის მონაწილეებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დახვდა. უწმინდესმა პარაკლისის აღვლენამდე იქადაგა და მრევლს მიმართა.

ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები