LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე უკრაინის სანქცირების სიაზე: ეს არის სააკაშვილის გუნდი, საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა „მელას თავის კუდი მოწმედ მოჰყავს“

55
არჩილ თალაკვაძე

„ყველამ იცის, რომ ეს არის სააკაშვილის გუნდი, საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა „მელას თავის კუდი მოჰყავს მოწმედ“,– ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების სიის გამოქვეყნებას ეხმაურება, სადაც ბიძინა ივანიშვილიცაა შეყვანილი.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის დამაზიანებელ კამპანიას ეწევა. მისივე თქმით, სააკაშვილს მოწმედ თავის თანაგუნდელები მოჰყავს, რომლებიც უკრაინაში თანამდებობებზე არიან.

„ყველამ იცის, რომ ეს არის სააკაშვილის გუნდი რეალურად, ვინც აქტიურობს და ცდილობს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი მიაყენოს და ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა „მელას თავის კუდი მოჰყავს მოწმედ.“ სააკაშვილს მოწმედ მოჰყავს თავის თანაგუნდელები, რომლებიც არიან თანამდებობებზე უკრაინაში, აქედან სააკაშვილი და მისი ადვოკატები, იქიდან სააკაშვილის მეგობრები ერთმანეთს უცვლიან განცხადებებს.

ამიტომ სერიოზულ კომენტარს ამ აბსურდულ სიასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ, ჩვენ ვიცით, როგორ უჭერს საქართველო მხარს უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატში. ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ დაადასტურა ის, რასაც ბევრი ადამიანი ამბობს ამ ქვეყანაში, რომ სინამდვილეში ეს დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ გახლავთ სწორედ მათი პარტიის ორგანიზებული და დაადასტურა, რომ მას აქვს ჩაბარებული ეს საქმე, მან აღიარა, რომ საქართველოს რეპუტაციის წინააღმდეგ მუშაობს.“– განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ 15 კაციანი სია გამოაქვეყნა, საიდანაც 12 ქართველის სანქცირებას მოითხოვს.

ამავე თემაზე:

ვანო ჩხარტიშვილი: ქართული მედიითა და უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული სია არის მორიგი „ფეიკი“ და ოპონენტებს სასამართლოში ფასის გადახდა მოუწევთ

ვოლსკი დეკანოიძეზე: „ესაა ნაცმოძრაობის პოლიტიკური სახე – როდესაც შენს ქვეყანას განიხილავ, როგორც გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის მექანიზმს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები