LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტალინიდან ბათუმისკენ ჩარტერული ფრენები შესრულდება

109
61289147_2375270299164178_6409782233040683008_n

ესტონური ავიაკომპანია „SmartLynx Airlines“ ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს. რეისები 27 ივნისს, 4 ივლისს, 11 ივლისსა და 18 ივლისს, Airbus A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება და საქართველოში ესტონელი ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ესტონურ ავიაკომპანიაზე 29 მაისს გაიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები