LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ალანია უვადო მოსამართლედ განმწესდა

132

თამარ ალანია უვადო მოსამართლედ განმწესდა.

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

თამარ ალანიას უვადო მოსამართლედ განმწესებას საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ალანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ამ დრომდე მუშაობს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადო მოსამართლეობაზე განცხადებით 38-მა კანდიდატმა მიმართა. კენჭისყრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები