LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩუგოშვილი – არანაირი გამოძიება არ იწყება არც შეწყალებასთან და არც პრეზიდენტის რომელიმე სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით

83

არანაირი გამოძიება არ იწყება არც შეწყალებასთან და არც პრეზიდენტის რომელიმე სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით, ამას გამოვრიცხავ, – ასე უპასუხა პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა პრეზიდენტის მიერ შეწყალების საკითხებზე გამოძიება დაიწყოს.

“ამაზე ჩვენი მხრიდან საუბარი არ ყოფილა და ვისი მხრიდან იყო არ ვიცი. საერთოდ, საიდან გაჩნდა გამოძიებაზე საუბარი, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დებატები პარლამენტში და ყველა შეფასება, რაც გაკეთდა, იყო პოლიტიკური შინაარსის შეფასებები და არა სამართლებრივი. არანაირი გამოძიება არ იწყება არც შეწყალებასთან და არც მის რომელიმე სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოვრიცხავ ამას. პარლამენტის თავმჯდომარემ, ისევე როგორც ბევრმა სხვა დეპუტატმა გააკეთა განცხადებები შეწყალების პოლიტიკის პრობლემურობასთან დაკავშირებით. დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ. ვიმეორებ, ეს იყო პოლიტიკური განცხადებები და არანაირი სამართლებრივი რეაგირების საფუძველი არ არსებობს და ყველანაირ გამოძიებაზე საუბარი არის ზედმეტი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისაკენ მოუწოდებს.

პოპულალურები