LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ვადებზე მღელვარება საფუძველს მოკლებულია – ვაქცინის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ

83
თამარ გაბუნია

„ქვეყანაში არსებული „ფაიზერის“ დოზების ნაწილს ვადა ნოემბრის, ნაწილს კი დეკემბრის ბოლომდე აქვს. არსებული დოზების ათვისებას ვაქცინაციის დაბალი ტემპის მიუხედავად შევძლებთ,“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, გარკვეული მღელვარება ვაქცინის ვადებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია.

„ფაიზერის“ მარაგი, რომელიც ქვეყანაში არის, ნაწილს ვადა აქვს, დღევანდელი მდგომარეობით ნოემბრის ბოლომდე და ნაწილს დეკემბრის ბოლომდე. საკმაოდ ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, ჩვენ მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, ახალი რეგულაციით, „ფაიზერის“ დოზების შესაბამის პირობებში შენახვის შემთხვევაში, მის ვარგისიანობის ვადა სამი თვით ხანგრძლივდება.

„ამერიკის წამლისა და კვების სააგენტომ რამდენიმე ხნის წინ გამოსცა ახალი რეგულაცია, რომლის შესაბამისად, „ფაიზერის“ ვაქცინებს, თუ მათი შენახვა ხდებოდა -90-დან -60 გრადუსის პირობებში, კიდევ დამატებით სამი თვე აქვთ მოქმედების ვადა, ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო.

სანერვიულოა ის, რომ სწრაფად მოვახერხოთ ყველა იმ პირის აცრა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღები და გადარჩეს მეტი სიცოცხლე,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები