LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზები მოსახლეობისთვის მომდევნო კვირის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი

150
gabunia_tamar

„ფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზები მოსახლეობისთვის მომდევნო კვირის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებული ვადაგასული დოზები სრულად ჩანაცვლდება „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზებით

„ფაიზერის“ ვაქცინებს ვადა გაუვიდა: მოქალაქეებს მხოლოდ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ არჩევა შეუძლიათ

„მოგეხსენებათ, საქართველომ „ფაიზერის“ ახალი დოზები შეისყიდა, რომელიც მომდევნო კვირის დასაწყისში მცირე ლოჯისტიკური ცვლილების შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება. არსებული დოზები სრულად ჩანაცვლდება „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზებით, მთლიანად ახალ ლოჯისტიკურ სქემაზე გადავალთ. დარჩენილი დოზების ზუსტი რაოდენობა რამდენიმე დღეში შეფასდება. მომდევნო კვირაში ზუსტად გვეცოდინება, რა მარაგი დარჩა პირველი პარტიიდან“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ “ინტერპრესნიუსთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები