LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაგოშიძე: „ბავშვთან ნახევარი საათი სრულფასოვანი ურთიერთობა სრულიად საკმარისია მასთან საჭირო კომუნიკაციის დასამყარებლად…“

5874
tamar-gagoshidzenews19

www.helloblog.ge თამარ გაგოშიძის რეკომენდაციებს აქვეყნებს დაკავებული მშობლებისთვის. ცნობილი ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ დასაქმებული მშობლებისთვის ამ მხრიც გამოსავალია არსებობს და მას მკითხველს უზიარებს. ბლოგში ასევე საუბარია თამაშის მნიშვნელობაზე ბავშვის აღზრდისას.

გთავაზობთ ამონარიდს თამარ გაგოშიძის ბლოგიდან:

„თუკი დასაქმებული მშობელი ხართ და ამ ყველაფერს კითხულობთ, ალბათ აქ ნახსენები ყველა გრძნობა და სიტუაცია გეცნოთ და შვების ნაცვლად, პირიქით, მეტი სინდისის ქეჯნა იგრძენით. მაგრამ მალე დამშვიდდებით, როდესაც გაიგებთ, რომ გამოსავალი არსებობს და ის იმაზე მარტივია, ვიდრე აქამდე წარმოგედგინათ. გამოსავალი რაოდენობის ხარისხით ჩანაცვლებაა. უცნაურია, მაგრამ დადგენილია, რომ ბავშვთან ნახევარი საათი სრულფასოვანი ურთიერთობა სრულიად საკმარისია მასთან საჭირო კომუნიკაციის დასამყარებლად.

ეს არ უნდა ხდებოდეს ტელეფონში ყურების ან სადილის კეთების პარალელურად. ეს უნდა იყოს უშუალო კომუნიკაცია ბავშვთან

ისეთი ნახევარი საათის გამოყოფა, როდესაც სხვა არაფერი გაინტერესებთ და არც მოთხოვნის რეჟიმში ხართ, თქვენთვისაც ერთგვარი ფსიქოთერაპიაა. როდესაც სახლის ტერიტორიაზე გადადიხართ, გამორთეთ ტელეფონი და ინტერნეტი 1 საათით მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ კონცენტრირდებით თქვენს შვილებთან.“

ადამიანის პირველი და საბაზისო მოთხოვნილება უსაფრთხოების, მეორე კი – მიკუთვნების განცდაა. ეს შეგრძნებები სწორედ 2-3 წლამდე ყალიბდება, როდესაც ბავშვს ნდობა და ხალასი დამოკიდებულება უნდა გაუჩნდეს გარემოს მიმართ და უნდა იგრძნოს, რომ მიეკუთვნება ჯგუფს, ანუ ოჯახს, რომელიც მას დაიცავს.

სწორედ ამ პერიოდში სჭირდება ბავშვს ოჯახის მხარდაჭერა. დასაქმებულ მშობლებს კი მათი ძიძასთან ან ბაღში დატოვება უწევთ. სწორედ ცალ-ცალკე გატარებული დროის ამანაზღაურებელი არის თამაში, რომელსაც შეუფასებელი წვლილი აქვს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაში“.

ვრცელ ბლოგს წაიკითხავთ აქ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები