LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაგოშიძე: „საქართველოში მშობელს უნდა გაუკეთოს საკუთარ შვილს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად პირადი ოცნებებით აცხოვრებს“

2153
gagoshidzenews19

ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ მშობლები არიან რთულ მდგომარეობაში, ისინი ბევრს მუშაობენ, რომ შვილებს უზრუნველი მდგომარეობა შეუქმნან, ამისთვის არაფერს იშურებენ. თუმცა, ბავშვის საშუალებით საკუთარ ოცნებებს ისრულებენ, ატარებენ სხვადასხვა წრეზე და ბავშვობიდან უნერგავენ, რომ უნდა „გამოვიდნენ“ ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენლები. მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგმა ვრცლად ისაუბრა.

„საქართველში მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვი არ უნდა გაანერვიულონ მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო, რომ  ბავშვი არ უნდა დაიჩაგროს, ყიდულობენ სათამაშოებს, უსრულებენ ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ დამოუკიდებელი არჩევანისა და ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. მშობლების ლოგიკა შემდეგია: „მე ყველა მოთხოვნილებას ვუკმაყოფილებ, მაგრამ იმ წესით უნდა იცხოვროს, რა წესითაც მე მინდა, ვატარებ ცეკვაზე, მუსიკაზე, იმიტომ რომ ასე მინდა“. სანამ ეს არ დამთავრდება, გაიზრდებიან მოძალადე ბავშვები.

ბაღში ან სკოლაში მშობელი ბავშვს ეკითხება რა ჭამა, მასწავლებელსაც ამას ეკითხება, თუმცა მთავარი ავიწყდება, ჰკითხოს რა ისწავლა, რა ეწყინა ან გაუხარდა მის შვილს. არც საკუთარ თავს ეკითხება მშობელი, რა უხარია ან წყინს, და ცხოვრობს ასე. ამიტომ ვურჩევ მშობლებს, ნახევარი საათი გამოყონ და ემოციურად მისაწვდომი გახდნენ საკუთარი შვილებისთვის.

შევხედოთ ჩვენს თავებს, სარკეში ჩავიხედოთ, დავაკვირდეთ, როცა ვლაპარაკობთ რა სახე გვაქვს და რა ტონით ვსაუბრობთ.

ერთმა უცხოელმა პროფესორმა, როცა ნახა ჩვენთან ახალგაზრდები საკუთარი მანქანებით გადადგილდებიან, ჩემ ნაცნობ პროფესორს უთხრა, რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათო. როცა გაიგო, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები ყიდულობენ ამ მანქანებს შვილებისთვის, გაოგნდა, რადგან ასეთი რამ დაუშვებელია. ამას მშობელი ვერ აცნობიერებს, უნდა რომ გაუკეთოს საკუთარ შვილს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად უნდა შვილი მისი ოცნებებით ცხოვრობდეს, ყველაფერს უსრულებს და ასეთი ფორმით ერთგვარი გარიგება აქვს შვილთან“.

ვრცლად გადაცემა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები