LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი ნინო ანანიაშვილთან კონფლიქტს უარყოფს: „მატულობს ყოველგვარი სიბინძურის შკალის მაჩვენებელი!..“

406

თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს, რომ მედიაში მისი სახელი ნინო ანანიაშვილთან მიმართებაში არასწორად გააჟღერს და ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ამ თემასთან დაკავშირებით.

თამარ ივერი წერს:

„არჩევნები ახლოვდება და ასევე მატულობს ყოველგვარი სიბინძურის შკალის მაჩვენებელი. როგორც ახლობლებმა მაცნობეს, ერთი იაფფასიანი, ყვითელი ინტერნეტგაზეთი თამამად ატრიალებს 3 წლის წინანდელ ძველ სტატიას ოპერის თეატრის მაშინდელი ხელმძღვანელის გათავისუფლების საკითხზე, სადაც გარკვეული მცირე გაუგებრობა გაჩნდა ოპერის გუნდს, ორკესტრსა და ბალეტს შორის. იმ პერიოდში, თეატრის გუნდის თუ სხვა წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სრულიად ადამიანურ, პრეტენზიულ გამონათქვამებს ერთურთის თუ ქალბ.ნინო ანანიაშვილის მისამართით.

სტატია აქტიურად ეწევა ძველი, დღეს უკვე სრულებით მივიწყებული და არააქტუალური ამბის, სპეციალურად არჩევნების წინ, ვითომდა ახლად წარმოჩენას და ქალბატონი ნინო ანანიაშვილის სახელის დისკრედიტაციას.

სტატიის სათაურად გამოტანილია წინადადება, თითქოს რაღაც დაპირისპირებაში ვიყო ქალბატონ ნინოსთან და მოყვანილია ფრაზა, რომელიც მე საერთოდ არ მეკუთვნის!! ასევე სტატიაში შეკრებილია, რაღაც თითიდან გამოწოვილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამონათქვამები მუსიკოსების მხრიდან და ასევე ჩემი ტექსტი, რომელიც თეატრში სულ სხვა, საბჭოს თემას ეხებოდა. არ შეიძლება, პასკვილებით და სიბინძურეებით ეწიოს გაზეთი და დირექცია მისი რეიტინგის ამაღლებას და თითიდან იწოვოს ხელოვანთა შორის ვითომ კონფლიქტები.

ქალბატონი ნინო პლანეტის საუკეთესო ბალერინაა, შესანიშნავი მეუღლე, კოლეგა და ხელმძღვანელი. ხელოვნების გარდა, ჩვენ ახლო საერთო სანათესაო წრეც გვაკავშირებს და ყოვლად გამორიცხული იყო, რომ მე ან რომელიმე დასის მუსიკოსს მისდამი, აზრთა გაყოფის შემთხვევაშიც კი, რაიმე პირადი კონფლიქტი ჰქონოდა.

ნუ ცდილობთ ასეთი იაფფასიანი ბინძური ტრიუკებით „ნეგატიური ამინდი” შეუქმნათ ამა თუ იმ კანდიდატს და მის ოჯახს. სირცხვილი და სიმდაბლეა, სხვა თუ არაფერი!!

პ.ს. მე აღნიშნულ გაზეთს უკვე მივწერე ამ პროვოკაციული სტატიის დაუყოვნებლივ წაშლა. თუკი არ გაითვალისწინებენ, მაშინ ადვოკატთან მოუწევთ საუბარი არაჩემეული ტექსტების და სიყალბის გავრცელებისა და მივიწყებული ამბის ხელახლა ატაცებისა და ტირაჟირებისათვის!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები