LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

63

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ავტობუსის ძრავს მოეკიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების ერთი ჯგუფი მუშაობდა და ​ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამგზავრო ავტობუსის ძრავი და ნაწილობრივ სალონი დაიწვა.