LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ შურღაიას, რომელიც პანკრეასის სიმსივნეს ებრძვის, დახმარება სჭირდება

2992
თამარ შურღაია

ჟურნალისტი ნინო შურღაია სოციალურ ქსელში წერს თავისი დის, თამარის შესახებ, რომელიც უკვე მეორე წელია, სიმსივნის დიაგნოზს ებრძვის. მოგეხსენებათ, ამ დაავადებასთან საბრძოლველად მცირე თანხები არაა საკმარისი, შესაბამისად, ოჯახს დახმარება სჭირდება. გარდა ამისა, უკვე დაფუძნდა ფონდი, რომელიც კონკრეტულად პანკრეასისა და სანაღვლე სისტემების სიმსივნით დაავადებული ადამიანების დახმარებაზე იქნება ორიენტირებული. 

გთავაზობთ ნინო შურღაიას პოსტს ამ თემაზე: 

„უკვე მეორე წელი დაიწყო, მე და ჩემი ოჯახი ძალიან დიდ განსაცდელს ვებრძვით, რომელსაც სახელად ჰქვია სიმსივნე. ჩემი მეგობრების უმეტესობამ იცის, რომ ჩემს დას, თამუნას, პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ამ დრომდე ვცდილობთ დაავადების დამარცხებას. მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი ნათესავები და მეგობრები ამ ბრძოლაში მუდმივად მხარში გვიდგანან და არ გვტოვებენ, თანხები საკმარისი მაინც არ არისჩვენი რესურსები გაყიდული ქონებიდან და .. იწურება, ხარჯები კი რაც დრო გადის, უფრო და უფრო იზრდება.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა საქველმოქმედო ფონდიმედელა” (ლათინური სიტყვაა და ნიშნავს განკურნებას), რომელიც დაეხმარება პანკრეასისა და სანაღვლე სისტემების სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს. პირველი ბენეფიციარი ჩემი და, თამუნა შურღაია იქნება, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამარცხებთ სიმსივნეს, ფონდი აუცილებლად განაგრძობს მუშაობას და დაეხმარება ამ ტიპის დაავადების მქონე ყველა პირს, ვისაც ამის საჭიროება ექნება. ფონდი მოემსახურება 22-დან 50 წლამდე ბენეფიციარებს.

დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

თიბისი ბანკი” GE18TB7202736080100014

საქართველოს ბანკი” GE24BG0000000161664943

მიმღები: ააიპსაქველმოქმედო ფონდი მედელა

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთშემოწირულობა თამარ შურღაიასთვის

მთელი ჩემი ოჯახის სახელით წინასწარ გიხდით მადლობას <3.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები