LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თამაშის დაწყების წინ მასთან ფსიქოლოგები მუშაობდნენ, რომ აგრესიულად ეთამაშა, მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა“, – ადვოკატი საქმის დეტალებზე

683
nikoloz-basilashvili

“ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ფეხების პრობლემა აქვს და ძალიანაც რომ სდომებოდა, ვერ გამოეკიდებოდა” – ამის შესახებ ჩოგბურთელის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ „იმედის ეთერში“ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი სურვილი იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფს საჯაროდ ეპასუხა მეუღლისთვის, მაგრამ სასტიკი უარი მიიღო. 

ნიკოლოზმა აღნიშა, რომ ის არ აპირებს სხვას დაემსგავსოს. მისი თქმით, წლების შემდეგ, როდესაც მისი შვილი გაიზრდება, მას უნდა მქონდეს პასუხები და არავითარ შემთხვევაში სხვას არ დაემსგავსება.

ადვოკატის თქმით, ბასილაშვილის სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება.

„ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ ერთი ხელის მოსმით გავუნადგუროთ კარიერა და მოვსპოთ მორალურად.

საზოგადოებამ შეიძლება არ იცის, ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი 2019 წელს განქორწინდნენ. ნიკამ ყველა პირობა შექმნა, რომ მისი შვილის დედა ფინანსურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო. თუმცა ქალბატონ ნეკას სურვილი აქვს, უფრო მეტი მოითხოვოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ყოფილი მეუღლე შანტაჟს მოუწყობდა. მას შვილის ნახვის უფლება ხუთშაბათობით და შაბათობით აქვს. ნიკამ შაბათამდე ორი დღით ადრე სოციალურ მუშაკს სთხოვა, დასწრებოდა შვილთან შეხვედრას. სოციალურმა მუშაკმა განუცხადა, რომ ვერ დაესწრებოდა, თუ მეორე მხარე არ დათანხმდებოდა. ნეკა დოროყაშვილი არ დათანხმდა. მეტიც, თავად ეს ქალბატონი მიბრძანდა ნიკას სახლში და შვილი ძალით წაიყვანა.

სოციალური სამსახურის თანამშრომელიც გამოკითხულია და ეს ყველაფერი საქმის მასალებში დევს.

მომდევნო პროცესი ჩანიშნულია 16 ივლისს, იმისთვის, რომ მოსამართლეს ჰქონდეს საქმის გაცნობის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გამამართლებელი განაჩენი დადგება“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადე არაა და ამაში მისი თამაშის სტილიც მოწმობს.

„თამაშიც დაწყების წინ რამდენიმე ფსიქოლოგი მუშაობდა მასთან, რომ აგრესიულად ეთამაშა, მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა, იმდენად მშვიდი და გაწონასწორებულია ყოველთვის“, – აცხადებს სპორტსმენის ადგვოკატი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები