LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ თამაშს სიცოცხლის გადარჩენას ვუძღვნით – დინამო თბილისის ფანკლუბი დედის გადასარჩენად ტაქსისტ ძმებს დაეხმარება (ვიდეო)

192
იმედიიი

ჩვენ ამ თამაშს სიცოცხლის გადარჩენას ვუძღვნით – “ელიტა -დინამო თბილისის” ფანკლუბი იმ ძმებს დაეხმარება, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს ტაქსაობით აგროვებენ – ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.

ფანკლუბის წევრები აცხადებენ, რომ პირველ აგვისტოს ევროპა ლიგის შესარჩევი ტურის მატჩში, სადაც დინამო თბილისი გაბალას დაუპირისპირდება, მე-17 მე-18 სექტორზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, მთლიანად ძმებს გადაერიცხებათ.

ბიჭებს, რომლებიც ტაქსაობით დედის გადარჩენას ცდილობენ, დურგალი ძმები დაეხმარებიან

“ჩვენ ამ თამაშს სიცოცხლის გადარჩენას ვუძღვნით..!

პირველ აგვისტოს, 21:00 საათზე, დინამო გაბალას უმასპინძლებს. ამ მატჩზე მე-17 და მე-18 სექტორებზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ბიჭების ანგარიშზე.

გაითვალისწინეთ, რომ სალაროებში იყიდება მხოლოდ მე-18 სექტორის ბილეთები. როგორც იცით მე-17 სექტორი ელიტას ეკუთვნის და ჩვენ თავად ვიზრუნებთ თანხის შეგროვებაზე.

საქართველოს ბანკი GEL EUR USD
GE95BG0000000161310779

TBC ბანკი GEL EUR USD
GE28TB7739345064300013

მიმღები: რატი ქართველიშვილი”- წერია სოციალურ ქსელში.

Maiastvis #მაიასთვის #ერთადგადავარჩინოთსიცოცხლე