LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო საქონელი გადასახადისაგან გათავისუფლდება

180
GettyImages-167348248

თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება და იმპორტი დღგ-სგან და ასევე, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდება.

კანონპროექტის შემუშავების მიზანს, თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწეველობის ეპიდემიის დაძლევას.

“2018 წლის 1 მაისს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვია თამბაქოს კვამლისაგან დახურული სივრცის უპირობო გათავისუფლება. ამ პროცესს თან სდევს თამბაქოზე თავის დანებების მსურველთა გააქტიურება. ვინაიდან მას ახასიათებს მკვეთრი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი გახდეს ის პროდუქცია, რაც განვითარებულ სამყაროში თამბაქოზე თავის დანებების ეფექტიან საშუალებებად მიიჩნევა,  – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, 16 სექტემბრის სხდომაზე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები