LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა შედანია: „ჩემი სული დამშვიდდა, რადგან მეორე ნახევარი ვიპოვე…“

677

მოდელი თამთა შედანია „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისთვის ემზადება. თამთამ ახლახან ინტერვიუ ჟურნალ „სარკეს“ მისცა, სადაც ცეკვასთან ერთად პირად ცხოვრებაზეც საუბრობს.

მისი რჩეული რატი რატიანია, რომელთანაც, როგორც თავად ამბობს, სულიერი სიმშვიდე იპოვა.

თამთა შედანია:

ადამიანი, რომელიც მიყვარს, არის რატი რატიანი. ჩემი სული დამშვიდდა, რადგან მეორე ნახევარი ვიპოვე…

რადგან უკვე მეორე ნახევარს უწოდებთ, ე.ი. საქმე სერიოზულადაა. რამდენ ხანს ითვლის თქვენი ურთიერთობა?

დიდი ხანი არ არის, რაც დაიწყო, მაგრამ რაც დაიწყო, უსასრულოა.

როგორ გრძნობთ თავს ისევ შეყვარებული ქალის როლში? ბოლოს რომ ჩავწერეთ ინტერვიუ, გულნატკენი და სევდიანი იყავით…

სევდიანი არ ვიყავი, მარტოსული ვიყავი იმიტომ, რომ როცა დიდი სიყვარული არ გაქვს,გინდა, არ გინდა, დიდ დანაკლისს განიცდი. მე ეს დიდი სიყვარული ვიპოვე, რადგან სიცარიელე შემივსო. რაც მასთან ერთად ვარ, იმდენად გამიადვილდა ყველაფრის დაბალანსება, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. მივხვდი, რომ ყველაფერში სამაგალითო უნდა ვიყო.

შეყვარებული ქალი იმავდროულად არის ძლიერი ქალი, მე ამ სიძლიერეს ვგრძნობ. ჩემი მეორე ნახევარი მაძლიერებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები