LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანაინვესტირების ფონდი საბაგიროებზე საკუთრების უფლების ჩამორთმევის კონონპროექტთან კავშირს უარყოფს

138

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას,  თანაინვესტირების ფონდი ეხმაურება.

საია განცხადებაში, ე.წ. პროექტი “პანორამა თბილისი” კანონპროექტს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”დაუკავშირა.

თანაინვესტირების ფონდი ამ კანონპროექტთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და აცხადებს რომ მომავალში მის გამოყენებას არ აპირებს.

„განცხადებაში ნათქვამია, თითქოს კანონპროექტში ნახსენები სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების მონტაჟის რეგულაციები დაკავშირებულია თანაინვესტირების ფონდის პროექტის განხორციელებასთან. ეგრედწოდებული “პანორამა თბილისი” წარმოადგენს კერძო საინვესტიციო პროექტს და თანაინვესტირების ფონდი უარყოფს ყოველგვარ კავშირს ზემო აღნიშუნლ კანონპროექტთან და არ აპირებს მომავალში მის გამოყენებას“, – ნათქვამია თანაინვესტირების ფონის მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში.

თანაინვესტირების ფონდი მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მსგავსი უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებმდე, მიმართონ თანაინვესტირების ფონდს ან კანონმდებლებს, გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე, რათა თავი აარიდონ ცრუ ბრალდებების გავრცელებას და მეტი პროფესიონალიზმით მიუდგნენ საკუთარ საქმიანობასა და სხვა ორგანიზაციების რეპუტაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები