LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამდებობის ბოროტად გამოყენება, კორუფცია, არასათანადო გამოძიება: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევას აქვეყნებს

425
2 (4)

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მორიგი საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში კვლავ იშვიათია წვრილმანი კორუფცია, თუმცა გამოწვევად რჩება კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმები და კორუფციის ისეთი შემთხვევების გამოძიება, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში მოქალაქეების 47% აზრით, საჯარო მოხელეები თანამდებობას ბოროტად იყენებენ, ხოლო 92% ფიქრობს, რომ თანამდებობების ბოროტად გამოყენების მთავარი მიზანი ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმებაა. ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ, თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უპირატესობით სარგებლობენ.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება. აქვე განმარტებულია, რომ გამოკითხულთა 41% აზრით, ხელისუფლება, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს. კვლევის მიხედვით, ნაცნობობა საჯარო სამსახურში დასაქმების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები