LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თანამედროვე ხელოვნება უნდა გახდეს ქალაქის განუყოფელი ნაწილი” – თბილისში საჯარო ხელოვნების ფონდი იქმნება

90
კახა კალაძე

თბილისში ახალი ინსტიტუცია – საჯარო ხელოვნების ფონდი დაფუძნდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ფონდის მთავარი მიზანი იქნება ის, რომ ხელოვნება თითოეული ადამიანისთვის ხელმოსაწვდომი გახდეს.

“თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას, “საჯარო ხელოვნების ფონდს”, რომლის მიზანი არის თანამედროვე ხელოვნება გახდეს ქალაქის განუყოფელი ნაწილი და თითოეული ადამიანისთვის ხელმოსაწვდომი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს მოხდება საჯარო სივრცეებში ხელოვნების ინტეგრაციით. მერის განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი სივრცე იქნება ახლადრეაბილიტირებული ვაკის პარკი, სადაც კონკურსის საფუძველზე შერჩეული არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები განთავსდება.

“ეს იქნება ამ დარგისთვის ხელშეწყობა. გვინდა, ამ წარმატებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნამუშევრები განათავსონ, მაგალითად, პარკებში. ასევე, დედაქალაქში ბევრ სხვა საჯარო სივრცეში – სკვერებში, მოედნებზე გამოვყოფთ ადგილებს, სადაც ამ ადამიანებს თავისი ნამუშევრების განთავსების საშუალება ექნებათ”, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები