2000-2010-იანი წლების ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი ფილიპ სეიმურ ჰოფმანი, მართლაც არაჩვეულებრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული, რადგან ერთნაირი წარმატებით ასრულებდა რადიკალურად განსხვავებულ როლებს, როგორც კინოში, ისე თეატრში. 2006 წელს „ოსკარის“ პრემიით აღინიშნა მისი ტრუმენ კაპოტე, რომელიც კრიტიკოსების შეფასებით არაფრით ჩამოუვარდებოდა რეალურ პროტოტიპს.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ფილიპ სეიმურ ჰოფმანის ცნობილ ფრაზებს:

მსახიობი პირველ რიგში მის წინაშეა პასუხისმგებელი, ვისაც განასახიერებს და მნიშვნელობა არ აქვს რეალურია მისი პერსონაჟი, თუ გამოგონილი.

სიღარიბე – თავისუფლების საუკეთესო გამოვლინებაა, იმდენად კარგი, რომ ბევრი უარს ამბობს მის მიღებაზე.

ძალიან მიყვარს ცვლილებები – რადიკალური, ნაკლებად შესამჩნევი ცვლილებები, თუმცა კოვბოის ქუდსა და ჩექმებში მაინც ვერასდროს მნახავთ.

ის, ვისაც შიშის დაძლევა შეუძლია, ნებისმიერ სირთულეს დასძლევს.

ალბათ უვარგისი მსახიობი ვარ, რადგან არასდროს ვიცი, რა შეთავაზება მივიღო და რაზე ვთქვა უარი.

ნებისმიერ ფილმზე მუშაობისას დგება მომენტი, როცა გვიან ღამით იღვიძებ და გულგახეთქილი ფიქრობ, რომ ყველაფერს საშინლად აკეთებ.

თანამედროვე სამყაროს ნევროზი მართავს. ადამიანები არაკონტროლირებადი შიშით ცხოვრობენ, ეშინიათ სიკვდილის, სიღარიბის, უმუშევრობის და თუ ყველაფერი წესრიგში აქვთ თვითონ იგონებენ მიზეზს შიშისთვის.

წარმატება კარგი რამეა, მაგრამ არ ღირს მისი ზედმეტად სერიოზულად აღქმა.

კარგი მსახიობის თამაში ნამდვილ მაგიას ჰგავს.

საბედნიეროდ, ჩემი სული საუკეთესო ფორმაშია.

 

 

მსგავსი თემები