LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

194
eryue

წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს. როგორც პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, დაკავებული ბესიკ ფიფია საკუთარ თანამშრომელს მამუკა ქარდავას არაერთხელ დაემუქრა.

მისივე თქმით, არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. თავად ბესიკ ფიფია დუმილის უფლებას იყენებს, მისმა ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო მოითხოვა.

ონისე მებონია აცხადებს, რომ ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას ალბათ გაასაჩივრებენ. მისი თქმით, არ არსებობდა მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, შესაბამისად არც პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა, რადგან ბრალდებული მომხდარი ინციდენტის შემდეგ რამდენიმე საათში თავად გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბესიკ ფიფია 9 წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში და ამ ხნის განმავლობაში სარგებლობდა კარგი რეპუტაციით.

“დაკავებულია ადამიანი, რომელიც ძალიან დადებითი და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში”, – განაცხადა ადვოკატმა.

სამეგრელოში შეიარაღებული დაპირისპირება 3 დეკემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს პოლიციის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. დაცხრილულია პოლიციის მანქანები. გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაიწყო.

ინციდენტიდან მალევე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.

პოპულალურები