LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათა სადრაძე „ფორტუნას“ შიდა სამზარეულოზე

345

ჰოლდინგ „ფორტუნას“ პიარსამსახურის უფროსი ჟურნალ „Hello“-ს კომპანიის შიდა სამზარეულოზე ესაუბრა. თათა სადრაძის თქმით, ჰოლდინგის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანია აქტიურად აშუქებს ფესტივალებს, კონცერტებსა და სხვადასხვა ღონისძიებას, გარდა ამისა – „ჩვენთან არა მხოლოდ ცნობილმა მუსიკოსებმა გაიმყარეს პოზიცია საკუთარ მსმენელთან, ბერვმა დამწყებმა მომღერალმაც აქ აიდგა ფეხი. შესაბამისად, მათ ცხოვრებაში „ფორტუნას“ უდიდესი ადგილი უჭირავს. ისინი იზრდებიან, ვითარდებიან, უფრო და უფრო დიდ მწვერვალებს აღწევენ, თუმცა „ფორტუნა“ მათ შეუცვლელ რადიოდ რჩება. არ არსებობს კულტურული მოვლენები და ღონისძიებები, რომლებთანაც ჰოლდინს მჭიდრო თანამშრომლობა არ აკავშირებს“.

წელს რადიო „ფორტუნა“ 20 წლის გახდა. რა შეცვალა რადიომ ქართულ შოუბიზნესში?

ჩემი აზრით, ჰოლდინგმა „ფორტუნამ“ მნიშვნელოვანი ცვლილება მოუტანა საზოგადოებას. მისი პირველი რადიოსადგური „ფორტუნა“ არა მხოლოდ მუსიკოსების სტიმულირებას ემსახურებოდა, არამედ მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. მთელ მსოფლიოში რადიოები მუსიკოსების ნამუშევართა პოპულარიზაციას ემსახურება და არც საქართველოა გამონაკლისი. ფაქტია, რადიო „ფორტუნა“ ლიდერია ამ საქმეში და შოუბიზნესს ემსახურება. ეს ის პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრი მუსიკოსი, მსახიობი და სხვა სფეროს წარმომადგენელი გახდა ცნობილი. „ფორტუნა“ ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია, ლიდერის პოზიციას ფლობს.

სამყარო ჩვენ გარშემო მუდმივად იცვლება. უნდა შეგეძლოს, ორი ნაბიჯით წინ იყო, სწორად განსაზღვრო პრიორიტეტები და არასდროს დარჩე ერთსა და იმავე მდგომარეობაში. პროგრესი განაპირობებს წარმატებას და ამის დასტური ის მრავალი პროექტია, რომელსაც რადიო ახორციელებს. მათ შორის გამოვყოფდი წლის სიმღერის დაჯილდოებას „ოქროს ტალღა“, რომელიც ყოველწლიურად იმართება და შოუბიზნესისთვის დიდ სტიმულს წარმოადგენს.

თათა სადრაძესთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალ „Helloს აგვისტოს ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები