LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტავ ჯორჯიას“ ახალი დირექტორი ჰყავს – ბათუმის აეროპორტის გაფართოება 2021-ში დასრულდება

195
V-BATUMIS-AEROPORTI-12-00.mpg-20180228-132319.673

ნათია თურნავა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ურბან ჯორჯიას“ ახალ გენერალურ დირექტორს ალფ ერ ტუნგა ერსოის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, კორონავირუსის პანდემიის შედეგად ავიაციის სფეროში შექმნილი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ქართულ მხარესა და „ტავ ურბან ჯორჯიას“ შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.

საუბარი ასევე შეეხო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს, რომელშიც „ტავ ჯორჯია“ 17 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წელს დასრულდება. გაფართოების შემდგომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და „ტავ ურბან ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ზაქარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები