LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რატომ გადაადგილდება სამხედრო ტექნიკა ვალე-თბილისის გზაზე

1311
samxedroteqnika

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავს რას უკავშირდება ვალე-თბილისის გზაზე სამხედრო ტექნიკით დატვირთული ტრაილერების კონვოის გადაადგილება.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გაცნობოთ, რომ ვალე-ახალციხე-ხაშური-თბილისი-ვაზიანის მიმართულებით საავტომობილო გზაზე სამხედრო ტექნიკით დატვირთული ტრაილერების კონვოის გადაადგილება მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2022“ უკავშირდება. სწავლებაში მონაწილეობის მიზნით სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის საბოლოო ადგილად განსაზღვრულია ვაზიანის სამხედრო ბაზა და ვაზიანის პოლიგონი. საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას კონვოის ესკორტირებას სამხედრო პოლიციის ეკიპაჟი უზრუნველყოფს.

ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ტრაილერები საქართველოში გერმანიიდან ხუთი ქვეყნის – ავსტრიის, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოდის.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2022“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს.

საერთაშორისო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები