LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისი შინაარსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ღარიბების ტრანსპორტი და რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უნდა სჭირდებოდეს

199
BeFunky-collage (7)

“თავისი შინაარსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ღარიბების ტრანსპორტი და რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უნდა სჭირდებოდეს”, – ამის შესახებ  “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღევანდელი ფორმით როგორც არის წარმოდგენილი – “ეს არის სოციალური დახმარების საშუალება, ნაირსახეობა”.

“გვეუბნებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლეთ და მანქანებით არ იაროთო.

არ შეიძლებნა მიზანი იყოს, რომ ყველამ იაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თავისი შინაარსით, ეს ღარიბების ტრანსპორტია და მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს სჭირებოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა”,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვისურვებდი საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს მანქანებით დადიან, სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, აი ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ: ეკა ლალიაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები