LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფალი მედია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია: კახა კუჭავა

51
კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ჟურნალისტებსა და საზოგადოებას ამ დღეს ულოცავს. მისი განცხადებით, თავისუფალი მედია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს, ჟურნალისტებს და მათთან ერთად მთელს საზოგადოებას, გილოცავთ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს.

თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის – ჩვენ, ამ საპატიო საქმეში, თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს.

საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ და განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც, საპარლამენტო საქმიანობას ყოველდღიურად აშუქებს“, – აცხადებს კახა კუჭავა.

პოპულალურები