LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

152
post-79-1265819245

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს კორონავირუსი დაუდგინდა.

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ბექა კოკაიას განცხადებით, ინფიცირებულის კონტაქტები მცირეა.

„7 სექტემბერს ყველა წესის დაცვით დავიწყეთ სწავლა. უნივერსიტეტის ყველა კარშია სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც შემომსვლელებს სიცხეს უზომავს და უკონტროლებს პირბადეებს. წესების სრული დაცვით მივდიოდით.

ერთ-ერთ სტუდენტს სიმპტომები საღამოს აღმოაჩნდა და ჩვენ შეგვატყობინა. შემდეგ მან ჩაიტარა ტესტი და ვირუსი დაუდგინდა. ცხადია, მას შემდეგ იმ ფლიგელს, სადაც ის სტუდენტი იმ მომენტში იყო, ეს არის იზოლირებული ფლიგელი, სხვა ფაკულტეტია, ჩავუტარეთ დეზინფექცია.

ვთანამშრომლობთ ინფექციონისტებთან. ყველა სტუდენტს აქვს ინფორმაცია და რეკომენდაცია, რომ ჩაიტარონ ტესტი. საკმაოდ მცირე რაოდენობა იყო იმ მომენტში, იმ კონკრეტულ ფლიგელში, რადგან ჩვენთან სწავლა სრულად 15 სექტემბრიდან იწყებოდა. ბევრ ადამიანთან შიგნით კონტაქტი არ ყოფილა,“- განაცხადა ბექა კოკაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები