LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

132
Untitled

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული და სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით  წარსულში ნასამართლევი  5 პირი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, მათ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 37 წლის პირს, რის შემდეგაც ცივი იარაღის მუქარით მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ქობულეთში ჩაიყვანეს. პოლიციამ ბრალდებულები გადაადგილების დროს აიყვანა.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები