LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა წინააღმდეგი არ არის, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდეს” – ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

893
ing (1)

1 ივლისს, ქუთაისში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

“მკვლელობა შვილის თვალწინ მოხდა, მამაკაცი ბინაში მეზობლებმა გამოკეტეს და პოლიცია გამოიძახეს” – ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, ამის მიუხედავად, ის წინასწარ პატიმრობაზე თანახმაა, რის გამოც გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება:

“სასამართლომ ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა და პატიმრობა შეუფარდა.

მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ ბრალდებაში, იმ კვალიფიკაციით, რომლითაც წარდგენილია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მასთან შეთანხმებით დავეთანხმე პროკურორის მიერ მოთხოვნილ აღკვეთის ღონისძიებას, რადგან ბრალდებულს თავად სურს, სანამ ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება გაირკვევა და სრულყოფილად სიმართლე დადგინდება, ის არ არის წინააღმდეგი, რომ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდეს”, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა გელა სორდიამ.

მორიგი პროცესი 25 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, ქუთაისში მკვლელობა 1 ივლისს მოხდა. ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები