LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავს მოგაჭრი და გავხდები გმირი“ – პრაიდის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

310
collage

თბილისის პრაიდის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინებები გიორგი თაბაგარმა და თამაზ სოზაშვილმა მიიღეს.

შესაბამისი ფოტოები მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

“მაინც აპირებ, ხომ პიდარასტების მარშს? ოფისი ვიცი და შენი სახლიც, თავს მოგაჭრი და გავხდები გმირი”, – წერია გიორგი თაბაგარისთვის გაგზავნილ მესიჯში.

 

 

ასევე, სხვა ორგანიზატორს მისწერეს:

“უნდა მოგკლა შენ. არ გეგონოს, ვხუმრობ. შენ დაგვრიდავ და დაწყნარდება პიდარასტების სამყარო. შენ პრაიდამდე მოკვდები, გაიზე, თამაზ? მაგ წვერებით დაგკიდებთ მკვდარს რუსთაველზე, აბა **ე არ გაბია. მოკვდები, დამიჯერე, დაბრედილს გნახავენ ღამით”.

 

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო.

“თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, სოციალურ ქსელში გავრცელებული, გიორგი თაბაგარის მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, – აღნიშნავს უწყება.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდი“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა და პირველი ღონისძიებაც დღეს ჩატარდება.

თეატრალიზებული სპექტაკლი ლგბტ თემის შესახებ - თბილისი პრაიდი იხსნება

არსებობს რისკები, პასუხისმგებელია სახელმწიფოა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები