LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილღვინომ“ სხვადასხვა ბინის ინტერიერზე მორგებული ღვინის კუთხე შექმნა

311
74395009-655044875026425-4755382009105219584-n

კომპანია „თბილღვინოს“ ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა “თბილღვინო მასპინძლობისთვის” – სააგენტო „ვინდფორსმა“ შექმნა. კამპანია მიზნად ისახავს – „თბილღვინოს“, როგორც “ქალაქის მასპინძელი ღვინის” პოზიციონირებას.

ღვინის კუთხე

საქართველო ღვინის და შესაბამისად, მასპინძლობის სამშობლოა. სწორედ ამიტომ, „თბილღვინომ“ საუკეთესო მასპინძლებისთვის განსაკუთრებული პროდუქტი შექმნა. სხვადასხვა ბინის ინტერიერზე მორგებული – ღვინის კუთხე – რომელიც, მასპინძლობისთვის აუცილებელი ყველა აქსესუარითა და ატრიბუტითაა აღჭურვილი.

ღვინის კუთხე – მობილური აქსესუარია, სადაც განთავსებულია „თბილღვინოს“ ბოთლები და სხვადასხვა აქსესუარები. (ჭიქები, ღვინის ბოთლის გასახსნელი ა.შ).

„კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებპლატფორმა Tbilvinohost.ge. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და ატვირთონ ბინის სურათები ან airbnb.com, booking.com ბმული, სადაც მათი ბინის ფოტოები და ინფორმაციაა განთავსებული. აუცილებელი პირობაა დაასაბუთონ თუ რატომ იმსახურებენ „თბილღვინოს“ რჩეული მასპინძლების რიცხვში ყოფნას. მას შემდეგ რაც არჩევანი გაკეთდება „თბილღვინო“ სრულიად უსასყიდლოდ დაამონტაჟებს რჩეული მასპინძლის ბინაში ღვინის კუთხეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ ღვინით მოამარაგებს.

ალტერნატიული ქალაქის გზამკველევი „თბილღვინოს“ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, რომელზეც თბილისის ღირსშესანიშნაობები და „თბილღვინოს“ რეალიზაციის პუქნტებია დატანილი.

გაყიდვის წერტილებისთვის დამზადდა სპეციალური მინი ღვინის კუთხეები, რომლის გადაკეთება საჭირო აქსესუარადაც შესაძლებელია. აირჩიე „თბილღვინო“ მასპინძლობისთვის“, – აცხადებს თბილღვინოს პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი ლაშა ლომაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები