LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი 2020 წელს მოსანახულებელ მსოფლიოს 20 ქალაქს შორის მოხვდა

287
image.ac31560eded43b5989c9dd13e34dbfa2

საქართველოს დედაქალაქი კვლავ ყურადღების ცენტრშია – ამჯერად თბილისი 2020 წელს მოსანახულებელ მსოფლიოს 20 ქალაქს შორის მოხვდა. აუცილებლად სანახავი ტუსისტული მიმართულებების სია დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა გამოაქვეყნა. ეს ავიაკომპანიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული კიდევ ერთი სტატიაა. მას შემდეგ, რაც 2019 წლის ნოემბერში Ryanair საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა, ის ხშირად აქვეყნებს სტატიებს ჩვენს ქვეყანაზე და მოგზაურებს აქ ჩამოსვლას ურჩევს.

ამჯერად, Ryanair-მა მსოფლიოს 20 მიმართულება შეარჩია, სადაც თავად დაფრინავს და ამ ქალაქების ნახვა მოგზაურებს თვეების მიხედვით ურჩია. მაგალითისთვის – თბილისი ივლისში სანახავ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

Ryanair ქუთაისზე კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს და 5 აუცილებლად სანახავ ადგილს ასახელებს

ავიაკომპანია მოგზაურებს საქართველოს ამ უძველესი ქალაქის ნახვას აუცილებლად ურჩევს

„საქართველოს დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა. მტკვრის ნაპირებზე გაშენებული ულამაზესი ქალაქი თავისი არაჩვეულებრივი კერძებით და გამორჩეული სამზარეულოთი – აუცილებლად სანახავია. დამშვიდდით და დაისვენეთ თბილისის ცნობილ გოგირდის აბანოებში, ადით საბაგიროთი ნარიყალას ციხემდე“, – წერს Ryanair საქართველოს დედაქალაქზე… ამასთან, ავიაკომპანია მოგზაურებს თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქ მცხეთაში წასვლას და იქ ჯვრის მონასტრისა და სვეტიცხოველის ნახვის რეკომენდაციასაც აძლევს.

რაც შეეხება Ryanair-ის მიერ შედგენილ 20-ეულში შესულ სხვა ტურისტულ მიმართულებებს, ესენია: პონტა-დელგადა,  ერევანი, გალვეი, სანტანდერი, პალანგა, ვერონა, მარსელი, თელ-ავივი, კიევი და სხვა..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები