LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი არ არის მხოლოდ რამოდენიმე ცენტრალური ქუჩა: ანა ბიბილაშვილი

61
ანა ბიბილაშვილი

„თბილისი არ არის მხოლოდ რამოდენიმე ცენტრალური ქუჩა, ეს ქალაქი არის ყველასი ვინც აქ ცხოვრობს და თანაბარ პირობებში ყოფნას იმსახურებენ“, – ამის შესახებ განცხადება „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა გააკეთა.

მისი განცხადებით, თბილისში, ლეჩხუმისა და ღრმაღელის ქუჩაზე გზის არ ქონის გამო გადაადგილება შეუძლებელია.

თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ „პრემიერ-მინისტრი თავს იწონებს და ითვლის თუ რამდენი კილომეტრი გზა დააგო მისმა მთავრობამ, თუმცა როგორც ჩანს მან განგებ გამოტოვა რამოდენიმე ქუჩა“.

“პრემიერ-მინისტრი თავს იწონებს და ითვლის თუ რამდენი კილომეტრი გზა დააგო მისმა მთავრობამ, თუმცა როგორც ჩანს მან განგებ გამოტოვა რამოდენიმე ქუჩა. თბილისში ჩვენს თვალწინ ლეჩხუმისა და ღრმაღელის ქუჩაზე გზის არ ქონის გამო გადაადგილება არის შეუძლებელი.

მთავრობა ქალაქის გარეუბნებს თბილისის ნაწილად არ თვლის და ასეთი ქუჩების მოწყობა, მათ დღის წესრიგში არ დგას.

თბილისი არ არის მხოლოდ რამოდენიმე ცენტრალური ქუჩა, ეს ქალაქი არის ყველასი ვინც აქ ცხოვრობს და თანაბარ პირობებში ყოფნას იმსახურებენ.

ჩვენი ამოცანაა , თბილისი ვაქციოთ ქალაქად რომელიც იქნება ყველა ადამიანის“, – აცხადებს ანა ბიბილაშვილი.