LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

192
23f1ab7ce2cac3e7fda5c23a0a5983ec-XL

გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

გაითვალისწინეთ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები