LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა

65
de0bbb2f-4618-4484-afba-8b2796a4582c

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან 9 აპრილს და ბათუმიდან 11 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

ამასთან, „საქართველოს რკინიგზაში“ კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოქალაქეებს, რომ კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

„გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“,- აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები