LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი ინიშნება

96
shutterstock-1085786027

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი ინიშნება. საქართველოს რკინიგზა 13 და 14 მარტს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს.

მატარებელი 805/806 თბილისი-ბათუმი – გასვლა 7:25 საათზე, ბათუმში ჩასვლა 13:00 საათზე.
ბათუმიდან გამოსვლა 13:40 საათზე, ხოლო თბილისში ჩამოსვლა – 19:12 საათზე.

„აქვე შეგახსენებთ კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები