LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ფოთის მატარებლის მოხატვის გამო, გამოძიება დაიწყო – როგორ გამოიყურებოდა ვაგონი მოხატვამდე [ფოტო]

1664
68772326-2971164736441916-4446637387384094720-o

თბილისი-ფოთის მატარებლის ვაგონი უცნობმა პირ[ებ]მა მოხატეს.

დილით სამსახურში მისულმა რკინიგზის თანამშრომლებმა მას შემდეგ რაც მოხატული ვაგონი ნახეს, პოლიცია გამოიძახეს.

ვაგონის მოხატვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

“ფოთში ერთადერთი ლამაზი ვაგონი”; “იპოვეთ და მადლობა გადაუხადეთ”; “უნდა მოძებნოთ, საღებავის ფული გადაუხადოთ. და შეკვეთა გაუფორმოთ. კიდევ უფასო მგზავრობაც ეკუთვნით გაბედულობისთვის.
ვანდალიზმი კი არა და ისა!!” – წერენ “ფეისბუქზე” მომხმარებლები, რადგან მათ უმეტესობას ვანდალიზმის შედეგი მოსწონს.

 

ვანდალიზმის შედეგი
ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს ფოტოს, როგორ გამოიყურებოდა მატარებლის ვაგონი მოხატვამდე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები