LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი გალერიასთან” სასულიერო პირები ფილმის ჩვენებას ლოცვით აპროტესტებენ

113
76771557-2532131250201261-5783396265492480000-n

კინოთეატრ ,,ამირანთან” შედარებით სიმშვიდეა  „თბილისი გალერიასთან”, სადაც  სასულიერო პირები არიან შეკრებილი და ლოცვას აღავლენენ.

მათი განცხადებით, ისინი პროტესტის აღნიშნული ფორმით ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას აპროტესტებენ.  სასულიერო პირებთან ერთად ტერიტორიაზე იმყოფება მრევლის ნაწილიც, რომლებსაც თან აქვთ ბანერი: „ფილმის გამშვებიცა და მნახველიც ისეო ქრისტეს მაგინებელია”.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი პარაკლისს აღავლენენ და მსგავსი მშვიდობიანი ფორმით, ლოცვით გააპროტესტებენ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას.

როგორც თბილისის სხვა კინოთეატრებში, ასევე „გალერია თბილისის” შესასვლელთან დიდი რაოდენობის სამართალდამცველები არიან მობილიზებული. რამდენიმე წუთის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებიც გამოჩნდნენ.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივ წესრიგს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავენ.

კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცრაზმია მობილიზებული

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები