თბილისი ირჩევს სტამბოლს – სად მიფრინავენ საქართველოს დედაქალაქიდან ყველაზე ხშირად

1

რამდენიმე მთავარი პირდაპირი მიმართულება, საიდაც საქართველოს დედაქალაქიდან ყველაზე ხშირად მიფრინავენ, უკვე ცნობილია… სტამბოლი, მოსკოვი, თეირანი – ეს იმ ქალაქების ტოპ- სამეულია, სადაც 2018 წლის მაჩვენებლებით, პირდაპირი ავიარეისების მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი გაემგზავრა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს თბილისის აეროპორტში ყველაზე მეტი მგზავრთნაკადი სწორედ სტამბოლზე დაფიქსირდა. ამ მარშრუტით 2018 წელს  587 221 მგზავრმა ისარგებლა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით, მეორე და მესამე პოზიციაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსკოვი და თეირანი არიან. ხუთეულში მოხვდნენ ასევე კიევი და დუბაიც.

შეგახსენებთ, 2018 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჯამში 3 808 650 მგზავრს მოემსახურა. ეს მაჩვენებელი, 2017 წლის ანალოგიურ მონაცემებს, 20%-ით აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები