LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ითხოვს სტამბოლს – ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულებების TOP-5

107
5bfe38172aa1ce22a071230e

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი ავიამიმართულება სტამბოლია. აღნიშნულ მიმართულებაზე მიმდინარე წლის 9 თვეში, თბილისის აეროპორტმა 0,5 მლნ-მდე მგზავრი გაატარა.

როგორც avianews.ge წერს, რეიტინგში მეორე პოზიციაზეა მოსკოვი, მიუხედავად რუსეთის მიერ დაწესებული ავიაემბარგოსი. რომ არა ეს ემბარგო, მოსკოვი 2019 წლის ბოლოს, სავარაუდოდ თბილისიდან ნომერ პირველ მოთხოვნად ავიამიმართულებად დაფიქსირდებოდა.

რაც შეეხება ტოპ-5-ში შესულ სხვა ქალაქებს, ესენია: კიევი, თელ ავივი, დუბაი.

შეგახსენებთ, გასულ წელს თბილისიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი ავიამიმართულება მოსკოვი იყო, მეორე ადგილს კი სტამბოლი იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები