LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი მოლი“ მსოფლიო წიგნის დღეს მასპინძლობს

194
57034630_2323559794379563_4957202079962628096_n

„თბილისი მოლი“, 22 და 23 აპრილს მსოფლიო წიგნის დღეს უმასპინძლებს. 23 აპრილს „თბილისი მოლში“ წიგნის ჩუქების დღე დაწესდება. ღონისძიებები 10:00-დან 22:00-მდე გაგრძელდება.

აღნიშნული ღონისძიების ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეა. მისი ინიციატივით 23 აპრილი ყოველწლიურად წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდება.

22 აპრილს „თბილისი მოლის“ ცენტრალურ ატრიუმში დაიწყება სპეციალური აქტივობა, სადაც მომხმარებლები, „ბიბლუსის“ სპეციალურად მოწყობილ ზონაში, წიგნის შეძენის შემთხვევაში, დამატებით წიგნს საჩუქრად მიიღებენ. აქვე, ისინი, წიგნის სასურველ ადრესატთან გაგზავნას სპეციალური ტარიფით შეძლებენ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა მრავალი აქტივობა:

  • მთელი დღის მანძილზე, 22-23 აპრილს მომხმარებლებს წიგნებს უფასოდ შეუფუთავენ;
  • წიგნის კითხვის საათი – საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები წიგნებს წაიკითხავენ ;
  • სტუმრებისთვის იმღერებს ეკა მამალაძე და ასევე, ჩაერთვება აქტივობებში;
  • ხატვის გაკვეთილები ბავშვებისთვის;
  • სახის მოხატვა ბავშვებისთვის;
  • კრაფტ ვორქშოფები ბავშვებისთვის;
  • თამაშები უფროსებისთვის;
  • ქართული ფოლკლორული ანსამბლის წარმოდგენა 23 აპრილს.

23 აპრილს, 14:30-ზე, „თბილისი მოლის“ გენერალური მენეჯერი ალექსეი მესჩერიაკოვი  და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ოფიციალურად დააწესებენ წიგნის ჩუქების დღეს. საზეიმოდ გაიჭრება ტორტი.

ღონისძიებას იტალიის ელჩი, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები