LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი პანორამაზე“ მუშების დაშავების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

136
1555428816-ფერაძე-1024x625

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა დაიწყო, – ამის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოკვლევის პროცედურები, მაშინვე დაიწყო, როგორც კი უწყებამ ობიექტზე დასაქმებულთა დაშავების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

„ვახდენთ რეაგირებას და ვეცდებით, გავარკვიოთ დეტალები. ახლა მოვიკვლევთ დეტალურად, ვინ არის სამუშაოების დამკვეთი, შემსრულებელი და გავარკვევთ ეკიპირების საკითხსაც. შრომის უსაფრთხოების კანონი განსაზღვრავს გარკვეულ ვალდებულებებს როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის მიმართ, ასევე არსებობს ტექნიკური რეგლამენტები. შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით იქნება ჩვენი რეაგირებაც“, – განაცხადა ფერაძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა.

ამასთან, მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით ობიექტის შემოწმება არ განხორციელებულა.

„პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე სამი მუშა დღეს დაშავდა.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, პანორამა თბილისის სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა.

როგორც ფორტუნას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გამოძიება კი სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები