LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი პრაიდის კვირეული – ჩატარდება თუ არა დაგეგმილი ღონისძიებები

510
tabbbb

ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, მას შემდეგ რაც გუნდი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, “თბილისი პრაიდის” წარმომადგენელმა ნინო ბოლქვაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოსა და დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან  გაკეთებული განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია. “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები ამბობენ, რომ ძალოვანი უწყების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით სიძულვილის მოტივაციით შექმნილი ჯგუფების გაძლიერება ხდება.

„არც ერთ ღონისძიების გაუქმებაზე ჩვენ ჯერ არ გვიმსჯელია გუნდში და არც ჩატარებაზე არ გვიმსჯელია. უნდა შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ. სახელმწიფოს მხრიდან და დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი,“-აცხადებს  ”თანასწორობის მოძრაობის” სამართლის ოფიცერი ნინო ბოლქვაძე.

თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ  დაინახა სახელმწიფოს უსუსურობა ან ნების არ ქონა.

“ფიზიკურად არ გვქონდა დრო, რომ რეფლექსია მოგვეხდინა იმ ყველაფერზე, რაც დღეს შსს-სთან შეხვედრაზე მოვისმინეთ. ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება გავიაზროთ ის ინფორმაცია, რაც მივიღეთ, შევხვდეთ მხარდამჭერებს, საერთაშორისო საზოგადოებას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და შემდეგ ალბათ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ ვაგრძელებთ მუშაობას ან რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ზოგადად. ჩვენც ვხედავთ რისკებს და ამ რისკებს ხედავს შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამაზე გვესაუბრა დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში. მე პირადად დავინახე სახელმწიფოს უსუსურობა ამ ყველაფერში, ან პოლიტიკური ნების არქონა. ჯერ არ ვიცი როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ვერ ვისაუბრებ ამაზე, უბრალოდ, ადამიანების სიცოცხლე არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის, პრაიდის ორგანიზატორებისთვის და ამას ხაზი უნდა გავუსვათ”, – თქვა თაბაგარმა.

შეგახსენებთ, შინგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ “თბილისი პრაიდი” ღია სივრცეში არ უნდა ჩატარდეს. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები