LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება

105

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის  მე-2  მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, კონტრაქტის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ და ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიის, „სეზა ინშაათ“-ის წარმომადგენლებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს.

პროექტი აზიის განვითარების ბანკისმდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. თბილისი-რუსთავის 6,4 კმ-იანი საავტომობილო  გზის მშენებლობის  ხანგრძლივობა 2 წელია. სამშენებლო სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 119 მილიონამდე ლარია.

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამივე მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 17, 4 კმ-ია. პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდა.