LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ბათუმში ჩაფრენა 125 ლარი დაგიჯდებათ

260
ფფ

თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენების განრიგი და ავიაბილეთის ღირებულება უკვე ცნობილია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიარეისების განრიგს აქვეყნებს, რომელიც 24-დან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

რაც შეეხება ავიაბილეთის ღირებულებას: ერთი გზა ზრდასრული ადამიანისთვის – 125 ლარი ღირს; ბავშვები (3-12) – 88 ლარი; ჩვილები (0-3) – უფასო. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://ticket.vanillasky.ge/ge/tickets

ფრენების განრიგი კი ასეთია:

პარასკევი:

თბილისი – ბათუმი: 20:00 საათი.

ბათუმი – თბილისი: 22:00 საათი.

კვირა:

თბილისი – ბათუმი: 19:00 საათი.

ბათუმი – თბილისი: 21:00 საათი.

ორშაბათი:

თბილისი – ბათუმი: 09:00 საათი.

ბათუმი – თბილისი: 15:00 საათი.

ოთხშაბათი:

თბილისი – ბათუმი: 09:00 საათი.

ბათუმი – თბილისი: 15:00 საათი.

პარასკევი:

თბილისი – ბათუმი: 20:00 საათი.

ბათუმი – თბილისი: 22:00 საათი.

შეგახსენებთ, ქვეყანაში შიდა ფრენების 24 ივლისს, ანუ ხვალ განახლდება. Vanilla Sky-ის ინფორმაციით, 24 ივლისიდან ფრენები შემდეგი მიმართულებით აღდგება: თბილისი-ბათუმი, ნატახტარი – მესტია და ნატახტარი – ამბროლაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები