LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ორმხრივი რეისები დაინიშნა

122
TurkishAirlines-1051845884

ნოემბერში „თურქეთის ავიახაზები“ 7 ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები, თბილისი-სტამბოლის მონაკვეთზე შესრულდება 4,8,11,15,18,22,29 ნოემბერს (რეისის ნომერი TK387), ხოლო სტამბოლი-თბილისის მონაკვეთზე 7-14-21-28 ნოემბერს (რეისის ნომერი TK386), რაც იმას ნიშნავს, რომ 4 რეისი შესრულდება ორმხრივად, მგზავრებს ამ 4 რეისზე გადაიყვანენ როგორც TBS-IST, ასევე IST-TBS მიმართულებით. თბილისიდან გაფრენის საათია 04:50, ხოლო სტამბოლიდან გამოფრენის- 20:45.

„TK387/TK386 რეისები „თურქეთის ავიახაზების“ მრავალ მიმართულებაზე იძლევა ტრანზიტული ბილეთების გამოწერის საშუალებას. აღნიშნულ რეისებზე მოქმედებს რეგულარული რეისების წესები. გთხოვთ, ბილეთის გამოწერამდე, გადაამოწმოთ COVID-19 გამო შეცვლილი საერთაშორისო მოგზაურობის წესები, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „თურქეთის ავიახაზები“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები