LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ტაილანდში პირდაპირ ჩაფრინდებით

975
1

ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – 28 დეკემბრიდან, ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Thai Air Asia X იწყებს. ჩარტერული ფრენები სამი თვის განმავლობაში, კვირაში სამი სიხშირით Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

დღეს, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა „ტავ ჯორჯისა“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართეს. მხარებმა ფრენების დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები განიხილეს. დღესვე ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა აეროპორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და „ტავ ჯორჯიას“ სახმელეთო მომსახურების დეპარტამენტის სამუშაო პროცესს გაეცნენ.

უვიზოდ კიდევ ერთ ქვეყანაში ვიმოგზაურებთ - „ამერიკის გული" გველის

რამდენიმე ფოტო ქვეყნიდან, რომლის ნახვის შანსიც გვაქვს

ცნობისთვის, Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს. Thai Air Asia X-ის ავიაპარკი 12 Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები